მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი ტრენინგი იყო. დღეს ბოლო შეხვედრა გვქონდა, წარმოვადგინეტ პრეზენტაციები. ყველა პრეზენტაცია იყო კარგად გაკეთებული და საინტერესო მოსასმენი. მადლობა ტრენერს ამ გაკვეთილებისთვის.
მიმდინარე მოდული დამეხმარა ,გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.ამ მოდულში გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას.გავეცანით თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.
ამ მოდულში ჩვენ ვისწავლეთ ,როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტი უსაფრთხოდ. ასევე დავგეგმეთ მოსწავლის პრეზენტაციის, ვიკის და ბლოგის ნიმუშები კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის. ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში ახალისებს მოსწავლეთა შემოქმედებითობას, აძლიერებს სწავლას და მოტივაციას. ინტელის ტრენინგი ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავია.. მადლობა დათო მალანიას.
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ ინტერნეტის საშუალებით ხდება ინფორმაციის მოძიება, მოსწავლეებს უვითარდებათ თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო უნარები . ამ მოდულში გავეცანით საავტორო უფლებების კანონიერ გამოყენებას. დავგეგმეთ ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობები.
ეს მოდული დამეხმარა ,გამეანალიზებინა სტანდარტების.მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისიტ. ამ მოდულში განვიხილეთ 21-საუკუნის უნარ -ჩვევები. ვნახეტ ეროვნული სასწავლო გეგმა და განახლებული ბლუმის ტაქსონომია. ასევე 21 -ე საუკუნის ლექსიკა.
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. კარგი იყო და მრავალფეროვანი.საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ.გავეცანიტ მოდულების შინაარსს.წავიკითხეთ თუ როგორი უნდა იყოს ოცდამეერთე საუკუნის მოსწავლე.ამ ტრენინგის გავლის შემდეგ,უკეთ გავერკვევი ტექნოლოგიებში.ვისწავლი პროექტების შექმნას და გამოვიყენებ მოსწავლეების დასაინტერესებლად.